ვითხოვე მანქანა მეზობლისგან, არ უჩივლია - გორში მანქანის გატაცებისთვის კაცი დააკავეს

გამოქვეყნდა:

გორში ავტომობილი გატაცების საქმეზე პოლიციამ შუა ხნის კაცი დააკავა. ბრალდებული ამტკიცებს, რომ მანქანა მას ნათხოვარი ჰქონდა, სამართალდამცველებმა კი დანაშაული დააბრალეს. მისივე თქმით, მეზობელს, რომლისგანაც მან მანქანა ითხოვა, პოლიციაში არ უჩივლია.

"არაფერს არ ვაღიარებ. ძალადობენ, მოძალადეები არიან პოლიციელები არ არიან. ვითხოვე ავტომანქანა მეზობლისგან, ესენი მეუბნებიან გიჩივლაო, არ უჩივლია",- თქვა დაკავებულმა.

დაკავებული ცოტა ხნის წინ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი