წაასწრო და სცემა, სკოლაშიც წასცხო - 14 წლის ბიჭზე ძალადობის გამო დაკავებულის ნათესავი

გამოქვეყნდა:

"მთავარმა არხმა" სასამართლოს განჩინება მოიპოვა, სადაც წერია, რომ 40 წლამდე კაცი 14 წლის ბიჭზე 3 წლის განმავლობაში სისტემატიურად ძალადობდა. ამას გარდა ის ბავშვს აფრთხილებდა, მომხდარზე არავისთან ესაუბრა. განჩინებაში აღნიშნულია, რომ საქმეში დევს როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე სხვა მტკიცებულებები.

დაკავებულის ოჯახი ადასტურებს, რომ კაცი ფიზიკურ შეურაცხყოფას არასრულწლოვანს ნამდვილად აყენებდა, თუმცა სექსუალურ ძალადობას კატეგორიულად გამორიცხავს.

"ერთი ორჯერ წასცხო, ისე, რომ მამიდაჩემისეული სახლი უპატრონოდ რომ იყო შევიდოდა ხოლმე და ქვაბი მოხვდებოდა თუ რაღაც, ჯართების ამბავში, წაასწრო და სცემა, ერთ-ორი წაუდო რა, მერე სკოლაშიც ეგრე მაიმუნობდა, იქაც წასცხო. ახლა რა მოხდა და რას დაუკავშირეს, არ ვიცი. არ მჯერა ეგ ამბავი", - ამბობს ოჯახის წევრი. 

დაკავებულის კიდევ ერთი ნათესავი ამბობს, რომ "შეიძლება ყველაფერი დაეჯერებინა, მაგის გარდა". 

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეში სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგია ჩართული. უწყება ამბობს, რომ 14 წლის ბიჭის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებენ, რაც შეეხება დაკავებულს ის გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, მას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი