ინდური შტამის მოხვედრის ალბათობა ძალიან დიდია - ცერცვაძე

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე ე.წ. ინდური შტამი არ დაფიქსირებულა, თუმცა ალბათობა დიდია. რაც შეეხება სამხრეთ აფრიკულ შტამს, ცერცვაძის თქმით, ამ შტამის ალბათობა მცირეა.

"ინდური შტამის გაცილებით უფრო მეტია, რადგან ჩვენი კონტაქტები და მიმოსვლა ინდოეთთან გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე სამხრეთ აფრიკასთან. მესამე პირების საშუალებით თუ მოხვდება სამხრეთ აფრიკული შტამი საქართველოში, თორემ ისე წესით არ უნდა მოხვდეს. ინდური შტამის მოხვედრის ალბათობა ძალიან დიდია.

დღეს გამოყენებული ვაქცინები ფარავს, როგორც ბრიტანულ შტამს ასევე ინდურ შტამს. სამხრეთ აფრიკულ შტამზე ახლა მიმდინარეობს ამ ვაქცინების გამოცდა" ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი