ხუთი ადამიანიდან 2 საქართველოს მოქალაქეა - ინდური შტამი საქართველოში

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებული ხუთი პირიდან 2 საქართველოს მოქალაქეა.

„ხუთი ადამიანიდან ორი საქართველოს მოქალაქეა. ხუთივეს აქვს უცხოეთის ქვეყნებში და განსაკუთრებით შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია. შემოსულები იყვნენ საქართველოში მაისის შუა რიცხვებში. ხუთივე ადამიანის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქედან სამმა, რომელებიც უცხოელები იყვნენ დატოვეს ქვეყანა, დანარჩენი ორი - საქართველოს მოქალაქეები შესაბამისად იზოლირებული არიან და მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა, არიან სახლის პირობებში, დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად" - ამბობს გამყრელიძე

ინდური შტამი საქართველოშია - ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა NCDC-მ .

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ავტორიზებული ვაქცინები ინდურ შტამს ფარავს. ის საზოგადოებას მოუწოდებს, ნუ დაპანიკდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი