თავდასხმა დროშის ტარით | შსს-მ მოძალადე დააკავა

გამოქვეყნდა:

პოლიციამ მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავა.

საუბარია მამაკაცზე, რომელმაც ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მსვლელობისას მედიაჰოლდინგის თანადამფუძნებელს პაპუნა გულაშვილს დროშის ტარი ჩაარტყა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

ინცინდენტი 25 მაისს, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ცემა ან სხვაგვარი ძალადობის მუხლით მიმდინარეობს

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი