წმ. მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფო, შესაძლოა, ეპიდაფეთქების ახალ კერად იქცეს და კარანტინის გამო დაიხუროს.
განგაში კლინიკაში მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ერთ-ერთ პაციენტს კოვიდ 19 დაუდასტურდა. პაციენტი ახლა კოვიდმიმღებ კლინიკაში იმყოფება, თუმცა მანამდე მას PCR ტესტი ორჯერ ჩაუტარდა და პასუხი ორივე შემთხვევაში უარყოფითი იყო.
პაციენტი, როგორც ცნობილია, ახალციხის კლასტერს უკავშირდება და მას ვირუსი მხოლოდ 1 კვირიანი მკურნალობის შემდეგ დაუდასტურდა.
რაც შეეხება კლინიკაში არსებულ მდგომარეობას, მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. საავადმყოფოში კარანტინი არ გამოცხადებულა. არიან მედიკოსები, რომლებსაც კვლევა ჯერ არ ჩატარებიათ, თუმცა პაციენტთან შეხებაში იმყოფებოდნენ.
პაციენტი იმყოფებოდა იზოლირებულ პალატაში, ვუდგებოდით, როგორც არა კოვიდს, მაგრამ მიდგომა მაინც ფრთხილი იყო. 10 რიცხვში დაუდასტურდა. იმ დღიდანვე ყველა პერსონალის, ვისაც მასთან შეხება ჰქონდა, მოხდა გატესტვა, - ამბობს კლინიკის დირექტორი ზურაბ უტიაშვილი.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელი პირები აცხადებენ, საავადმყოფოში მედიკოსების დიდ ნაწილს კვლევა ჩაუტარდებათ.