ეს ქართული პროექტია. დიახ, ეს ჰესი აშენდება - "ენკას" დირექტორი ნამახვანჰესზე

გამოქვეყნდა:

პროტესტისა და რიონის ხეობის მცველების მოთხოვნების მიუხედავად, კომპანია "ენკა" ჰესის მშენებლობის გაგრძელებას მაინც გეგმავს. კომპანიის დირექტორის, მერაბ ლომინაძის განცხადებით, ნამახვანჰესი ქართული პროექტია და ის ქართველი ხალხისთვის აშენდება.

"იმის გათვალისწინებით, რომ იყო მოლოდინი აქტივისტების მსგავსი ქმედებებისა აქ, რომელსაც შეიძლება გამოეწვია გარკვეული პროვოკაციები, ჩვენის მხრივ მივიღეთ გადაწყვეტილება - მინიმუმამდე დავიყვანეთ ოპერირება.

ეს ჰესი არის საწინადრი ქართული ენერგოდამოუკიდებლობის, ეს არის ქართული პროექტი. დიახ, ეს ჰესი აშენდება, ეს ჰესი აშენდება ქართველი ხალხისთვის, ამ ქვეყნისთვის და მოუტანს არაერთ სიკეთეს ჩვენ მოსახლეობას", - თქვა მერაბ ლომინაძემ. 

ცნობისთვის, რიონის ხეობის მცველები 214 დღეა ნამახვანჰესის აშენებას აპროტესტებენ. აქტივისტებს გუმათის ორივე შესასვლელი გადაკეტილი აქვთ და აპირებენ, რომ "ენკას" ტექნიკას ადგილზე შესვლის საშუალება არ მისცენ. პარალელურად, შსს-მ გუმათში მათ მიერვე აღმართული რკინის კედლის დაზიანების შესასწავლად გამოძიება დაიწყო. 

27 მაისს, აქტივისტებსა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირების დროს კი 8 პირი დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი