რეკომენდაციების დაცვა მაინც აუცილებელია - ეპიდემიოლოგები კოვიდ19-ის პიკის გადავლაზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

1 ინფიცირებული 24 საათში - ეპიდემიოლოგები კოვიდ 19-ის პიკის დასრულების შესახებ ალაპარაკდნენ.
ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კლინიკებში მყოფი ინფიცირებულების რიცხვს აჭარბებს.
ეპიდემიოლოგები ვითარების  გაუმჯობესებას ელოდებიან, თუმცა მათი თქმით, მთავარი ახლა რეკომენდაციების დაცვაა. 

შემაკავებელმა ღონისძიებებმა ეპიდემიასთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუშავა.
პირველი ტალღა გადავლილია, ეს არ არის დასასრული. ვირუსი ისევ არსებობს. რეკომენდაციები ისევ ძალაშია და მის შესრულებას ძალიან დიდ მნიშვნელობა აქვს, რათა შევძლოთ ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირება, რომ არ მივიღოთ ეპიდემიის აფეთქების ახალი ტალღა, - აცხადებს ინფექციონისტი ვახტანგ კალოიანი.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი