იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, სერგო მეთოფიშვილი ნაზი ჯანეზაშვილზე მორიგ შეურაცხმყოფელ პოსტს აქვეყნებს.
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე მის დიპლომს ყალბს უწოდებს, არასამთავრობო ორგანიზაციებზე კი აცხადებს, რომ პოლიტიზირებულები არიან.
"ჩვენი პოლიტიზირებული NGO-ების "მამებისათვის" და "დედიკოებისათვის" იმას კი არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ყალბი დიპლომი აქვს თუ არა მათ ფავორიტს ნაზიბროლა ჯანეზაშვილს, არამედ იმას, რომ იგი (ნაზიბროლა) იმავე NGO-ების "მამების" და "დედიკოების" ყურმოჭრილი მონა იყოს და აღასრულოს ის, რაც მათთვის არის მისაღები.
ამასთან დაკავშირებით მახსენდება ლეგენდარული ფრანკლინ დელანო რუზველტის მიერ ნიკარაგუის ოდიოზური დიქტატორის – ანასტაზიოს სამოსა გარსიას მიმართ წარმოთქმული საყოველთაოდ ცნობილი აპოკრიფიც: "სამოსა შეიძლება ძაღლიშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლიშვილია" - წერს სერგო მეთოფიშვილი.
იგი ამ პოსტით იუსტიციის საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებებს ეხმაურება, რომელიც ასევე ფიქრობს, რომ ნაზი ჯანეზაშვილის დიპლომის ნამდვილობა საეჭვოა.