კოვიდ 19-ის ვაქცინაციის შესახებ რეკომენდაციის გაცემის საკითხს სინოდის სხდომაზე გადაწყვეტენ

გამოქვეყნდა:

საქართველოში კოვიდ 19-ზე საყოველთაო ვაქცინაციის ჩატარებას მღვდელმთავრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. მეუფეების ნაწილი ვაქცინაციისგან თავის შეკავებისკენ მრევლს ქადაგების დროს, პირდაპირ ამბიონებიდან მოუწოდებს და ურჩევენ ვაქცინის ნაცვლად უფალს მიენდონ.

ვაქცინაციის საკითხი ეკლესიაში აქტუალურად ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის მეუფე საბა გიგიბერიას ქადაგების შემდეგ იქცა, როდესაც მან ერთგვარად, ეჭვქვეშ დააყენა მრევლისთვის მისი გაკეთების მიზანშეწონილობა.  

ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს განცხადებით, კოვიდ 19-ზე მოსახლეობის ვაქცინაცია სინოდის განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება. სინოდის სხდომაზე განხილვამდე კი საპატრიარქოში კომისია შეიქმნება, რომელიც ვაქცინის საკითხს შეისწავლის. 

საპატრიარქოს მხრიდან საბოლოო პასუხი ჯერ არ არის, თუ როგორი იქნება მრევლისთვის რეკომენდაცია საყოველთაო ვაქცინაციის ჩატარების შესახებ. ამ პასუხს შემოდგომაზე დაგეგმილი სინოდის სხდომის შემდეგ შევიტყობთ, თუ მანამდე რიგგარეშე სხდომა არ ჩატარდა.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი