პროტესტი 5-დღიან კარანტინს | აფხაზეთის მთავრობასთან დაკავებულები 1500-1700 ლარით დააჯარიმეს

გამოქვეყნდა:

აფხაზეთის მთავრობასთან გამართული აქციის შემდეგ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნათია მერაბიშვილმა 1500-1700 ლარით დააჯარიმა. მან გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრმა ნიკა ნარსიამ უთხრა, 1500-1500 ლარით დაჯარიმდნენ გიორგი მუმლაძე, ალბერტ მერაბაშვილი და თავად ნიკა ნარსია, დავით კაპანაძე კი 1700 ლარით დაჯარიმდა. ასევე 1500 ლარით დაჯარიმდა კიდევ ერთი აქტივისტი - დათო დიღმელაშვილი.

გაუქმდეს 5-დღიანი კარანტინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისთვის - ამ მოთხოვნით "მოძრაობა საქართველოს" წევრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინ აქცია 12 აპრილს გამართეს. 

მას შემდეგ კი რაც აქტივისტები შენობაში არ შეუშვეს, ადგილზე დაპირისპირება მოხდა, რასაც მათი დაკავება მოჰყვა. 

იხილეთ ვრცლად:

გაუქმდეს 5-დღიანი კარანტინი - აქცია და დაპირისპირება აფხაზეთის მთავრობასთან

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი