„გადაშენებული“ გიგანტური წავი არგენტინაში 30 წლის შემდეგ პირველად შენიშნეს

გამოქვეყნდა:

კლიმატის ცვლილების გამო, მსოფლიოს ბევრი ნაწილი ცხოველებისთვის უსიცოცხლო ადგილად იქცევა, რის გამოც სახეობათა გადაშენების შესახებ სიახლეები ბოლო პერიოდში მომრავლდა. მართალია იშვიათად, მაგრამ კარგი სიახლეებიც ხდება ხოლმე. ჩრდილოაღმოსავლეთ არგენტინაში, გრან-ჩაკოში მდებარე ელ-იმპენეტრაბლეს პარკში, უკანასკნელ 100 წელიწადში პირველად, გიგანტური მდინარის წავი შენიშნეს. ბერმეხოს მდინარეში მოცურავე ინდივიდი ერთადერთი ველური ცხოველია, რომელიც რეგიონში ხელოვნურად არ დაუსახლებიათ. მეცნიერებს სჯეროდათ, რომ ეს სახეობა არგენტინიდან 30 წლის განმავლობაში გადაშენებული იყო.

ამ ინდივიდის აღმოჩენის შესახებ რეპორტი ჩაკოს პროვინციამ და Rewilding Argentina Foundation-მა წარმოადგინა, რომელმაც IFLScience-თან გაგზავნილ რელიზში განაცხადა, რომ სამი გიგანტური წავი არგენტინაში შორეული რეგიონებიდან ჩაიყვანეს. კოკო და ალონდრა რეგიონში დანიიდან და უნგრეთიდან წამოიყვანეს, შესაბამისად. მათ ველურ ბუნებაში მალე გაუშვებენ. მეორე წავი, სახელად ნანაი, ქვეყანაში შვედეთიდან ჩავიდა, მაგრამ გაშვებამდე ჯერჯერობით კარანტინში იმყოფება. სამივე წავს იბერას პარკში გაუშვებენ. თუმცა, ბერმეხოს მდინარეში ახლახანს შენიშნული წავი ბუნებრივად მოხვდა არგენტინაში და ის ამ სახეობის მეოთხე წარმომადგენელია, ხოლო ერთადერთია, რომელიც თავისუფლად ცხოვრობს.

ეს ცხოველები სახელის აღმნიშვნელად ნამდვილად იმსახურებენ სიტყვა „გიგანტს“. ასეთი წავები სიგრძეში 1,8 მეტრს აღწევს და 33 კილოგრამს იწონის. ისინი სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში არსებულ დიდ მდინარეებში ბინადრობენ. მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ გიგანტური წავი არგენტინაში გადაშენდა. წავების ოჯახები 1980-იანებში მისიონეს პროვინციაში შენიშნეს ბოლოს, თუმცა, ისინი ბერმეხოს მდინარეში საუკუნეზე მეტია არ უნახავთ. გიგანტური მდინარის წავები დღეს გადაშენების საფრთხეში მყოფ სახეობად ითვლება.

მსოფლიო წავების დღეს (27 მაისი), გიგანტური მდინარის წავების ხელახლა დასახლების პროექტის ავტორებმა გამოაცხადეს, რომ მათ კარგი სიახლე აქვთ: 

ალონდრამ და კოკომ საუკეთესო ამბავი გვახარეს: მათ სამი ლამაზი ნაშიერი გააჩნიეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გიგანტური მდინარის წავები არგენტინაში გადაშენებიდან მრავალი ათწლეულის შემდეგ დაიბადნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი