"შემოვიდა სალაროში და მეუბნება, ვის გაქვთ ბევრი თანხებიო"- "ლიბერთი ბანკიდან" დაკარგული მილიონების საქმე

გამოქვეყნდა:

ლიბერთი ბანკში თანხების მითვისების ფაქტს "მთავარ არხს" ბანკის მოლარე უდასტურებს. როგორც ის ამბობს, მენეჯერის პირდაპირი მითითებით სხვადსხვა უცნობი პირების ანგარიშზე თანხები გადარიცხა.

"მენეჯერი თავისი ქვითრით, თანხით, თვითონ გააღო სალაროს კარი შემოვიდა და გვეუბნება ვის გაქვთ ბევრი თანხები? ვუთხარი, რომ მე ვარ მორიგე და მე მაქვს თანხები. მაშინო აი ეს ქვითარიც და თანხაც სასწრაფოდ დამიდასტურეთ ანგარიშზე არის თანხის შეტანაო, მომხმარებელი მე მიზის წინო. თვითონ მენეჯერმა შემოიტანა თანხა 8640 ლარი. ჩემი იქ ყოფნის დრო მეორე მოლარესთან მოხდა იგივე 2-3-ჯერ",- აცხადებს "ლიბერთი ბანკის" ერთ-ერთი მოლარე.

ცნობისთვის, "ლიბერთი ბანკიდან" რამდენიმე მილიონი მოიპარეს. თანხის გაფლანგვის ფაქტი შიდა აუდიტმა გამოავლინა. 

ბანკმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში თანხების მითვისების საქმეზე 9 თანამშრომელთან დაკავშირებით შეიტანა სარჩელი.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი