რიონის ხეობის მცველების სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გადაიდო, რვავე დაკავებული კი გაათავისუფლეს.
შუამდგომლობა გადადების შესახებ ადვოკატებმა დააყენეს. მათ დამატებითი დრო მოითხოვეს საქმის მასალების გასაცნობად და დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
მოსამართლემ სხდომა 4 ივნისამდე გადადო.
თავად ბრალდებულები კი ამბობენ, რომ არანაირი ხულიგნობა და დაუმორჩილებლობა არ ჩაუდენიათ და წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ სცნობენ.
გუშინ, 27 მაისს, შსს-მ გუმათში აქციაზე 8 პირი დააკავა. მათ გამოძიება პოლიციელებისთვის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.