გაუგებრობა რაგბის კავშირში | ბათუმის შემდეგ, მსაჯები ქუთაისშიც გაიფიცნენ

გამოქვეყნდა:

ბათუმის შემდეგ, მსაჯები ქუთაისშიც გაიფიცნენ. რაგბში საქართველოს დიდი ათის ნახევარფინალის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. "აია არენაზე" ერთმანეთს ქუთაისის "აიას" და ბოლნისის "ყოჩებს" უნდა ეთამაშათ, თუმცა "მთავარი არხის" ინფორმაციით მსაჯები სტადიონზე გამოსვლაზე უარს აცხადებენ.

ვითარება რთულია ბათუმშიც, სადაც თამაში ორ საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ისიც ჩაიშალა. როდის გაიმართება ნახევარფინალური მატჩი ბათუმის "ბათუმსა" და თბილისის "აკადემიას" შორის,  ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი