26 მაისის მოსამართლეთა თავყრილობაზე კლანმა მმართველ საბჭოში გავლენები კიდევ უფრო გაიმყარა. 4 ვაკანტურ პოსტზე,  4 კანდიდატი წარადგინეს. ოთხივე - ბადრი შონია, თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე და გოჩა აბუსერიძე - ერთხმად და ერთსულოვნად აირჩიეს.

ლევან მიქაბერიძე - 2019 წლის 12 დეკემბრიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე გაამწესეს. გასაუბრებისას კი ჯერ კიდევ 37 წლის კანდიდატი მიიჩნევდა, რომ ამ თანამდებობაზე 40 წლიდან უნდა ინიშნებოდნენ.

მის სახელს "თბილავიამშენის" საქმეზე, 2017 წლის 26 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება უკავშირდება მეწილეები სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლასა და წილების იძულებით დათმობაზე საუბრობდნენ, თუმცა მათი სარჩელი მიქაბერიძემ არ დააკმაყოფილა. 

საავიაციო ქარხნის საქმის მასალები - ათეულობით ტომისგან შემდგარი და 40-საათიანი აუდიოჩანაწერის განხილვა კი ორ სხდომაში მოასწრო და გადაწყვეტილებაც მიიღო.

ამ საქმის გადაწყვეტიდან მალევე მოხდა მისი ძალიან სწრაფი კარიერული ზრდა.

ბადრი შონია - მიხეილ ჩინჩალაძის კიდევ ერთი კადრი სასამართლოში. შონია მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად სწორედ იმ დროს მუშაობად, როდესაც საოლქო პროკურორი მიხეილ ჩინჩალძე იყო. 

ბადრი შონიას სამოსამართლეო საქმიანობის ანგარიშზეა "ბირჟა მაფიას", დეკანოზ გიორგი მამალაძის და სხვა გახმაურებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები. 

ბადრი შონიამ 2018 წელს 30000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა ბრალდებული თამაზ ქვლივიძე, რომელსაც გამოძიება კლუბ “ბასიანის” დაცვის უფროსისა და დაცვის თანამშრომლის დაჭრას ედავებოდა.

შემდგომ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა და ბრალდებულ ქვლივიძეს ისევ პატიმრობა შეეფარდა. 

“თავისუფლების მონიტორის” გამოძიებით დადგინდა, რომ ბადრი შონიას მოქალაქეები ქონების იძულებით დათმობაში ადანაშაულებდნენ მაშინ, როცა ის პროკურორად მუშაობდა 2006-2010 წლებში. 

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ამ საკითხზე 2013 წელს, გამოძიებაც დაიწყო, ძიება საბოლოოდ შეწყდა.

თემურ გოგოხია - ის საბჭოს ყოფილი მოსამართლე წევრის და დღეს საპროკუორო საბჭოს  წევრის რევაზ ნადარაიას ქვისლია. მოსამართლე თემურ გოგოხიას ეკუთვნის გადაწყვეტილება 2019 წელს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ ნიკა მელიასთვის 30 000 ლარიანი გირაოს შეფარდებაზე.

ამავე განაჩენით მან მელიას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება და საცხოვრებელი ადგილის დატოვება აუკრძალა. 

გოჩა აბუსერიძე - უვადო მოსამართლედ 2017 წელს, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე დანიშნეს. 2020 წელს აბუსერიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყო და გასაუბრებაზე თქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან.

ავტორი: შოთა კიკნაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი