ქუთაისში დღეს კიდევ ერთი სარაგბო მატჩი ჩაიშალა

გამოქვეყნდა:

ქვეყნის მასშტაბით რაგბის მატჩები ერთმანეთის მიყოლებით იშლება. მიზეზი მსაჯების პროტესტი და ბოიკოტია. ქუთაისის აია არენაზე ბოლო ორი დღის განმავლობაში ორი მატჩი ჩაიშალა. დღეს ერთმანეთს თბილისისა და ქუთაისის რაგბის კლუბები უნდა დაპირისპირებოდნენ.

როგორც ირკვევა მსაჯების პროტესტი ერთ-ერთ თამაშზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როცა  მორაგბემ მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მსაჯმა სპორტსმენი დისკვალიფიკაციით, ანუ სამი თამაშის გამოტოვებით დასაჯა, თუმცა საქმეში რაგბის კავშირის თავმჯდომარე და ქართული ოცნების დეპუტატი გივი ჭიჭინაძე ჩაერთო და დისკვალიფიკაცია მინიჭებული სპორტსმენს თამაშის უფლება მისცა, რასაც მსაჯების პროტესტი მოჰყვა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი