საქართველოს დიდი ათის ნახევარფინალი არავინ იცის როდის შედგება. ქუთაისში, "აია არენას" სარაგბო სტადიონზე მსაჯები არ გამოჩენილან. მიზეზი რამდენიმე თვით ადრე მომხდარი დაპირისპირებაა. გავრცელებული ვერსიით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მსაჯს ერთ-ერთმა სპორტსმენმა მიაყენა, მორაგბე დისკვალიფიცირდა და სამი თამაშის გამოტოვებით დაჯარიმდა. დღეს, კი მისთვის, რიგით მესამე თამაშზე დისკვალიფიკაციის შემსუბუქების გადაწყვეტილება მსაჯებთან შეუთანხმებლად რაგბის კავშირის გამგეობამ დამოუკიდებლად მიიღო.
პარლამენტისა დეპუტატისა და ამავდროულად რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის - გივი ჭიჭინაძის გადაწყვეტილება მსაჯებს არ მოეწონათ და პროტესტით ნიშნად ნახევარფინალზე არ მივიდნენ.
რამდენიმე თვეა ქვეყნის მოსახლეობა თვალს ადევნებს, როგორ ექცევა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი სპორტის სახეობა ნელ-ნელა პოლიტიკურ გავლენებში.
როგორ ჩამოაცილეს პოსტს არჩეული თავმჯდომარე და დანიშნეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირი. გიორგი ტყემალაძე დღეს მედიასთან არ გამოჩენილა, მთავარი გადაწყვეტილების მიმღებიც ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი - გივი ჭიჭნაძე იყო.
ნახევარფინალი ბათუმშიც ჩაიშალა. ბათუმის "ბათუმსა" და თბილისის "აკადემიას" გუნდები მსაჯებს მთელი დღის განმავლობაში ელოდნენ.