
დღეს, 31 მაისს ჟურნალისტ ვახო სანაიზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი პროცესი გაიმართება. სასამართლოს ჩვენებას თავად დაზარალებული მისცემს.
"ამ სხდომაზე საქმე გაგრძელდება ასევე მოწმეების გამოკითხვით, დაიკითხება თვითონ დაზარალებული ვახო სანაია და ის დეტალურად მიაწვდის სასამართლოს იმ ინფორმაციას ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც მას გადახდა თავს", - თქვა ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში, 25 თებერვალს გვიან ღამით დაესხნენ თავს. 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ, სამივე ბრალდებული - სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა