ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 195 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 200 შემთხვევა, აჭარა - 43, იმერეთი - 27, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 6, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 24, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 171 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 153 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,5 მილიონზე მეტი.