გენადი ბესტაევის ნათესავები, მისი გატაცებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, შიდა ქართლის პოლიციაში, გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოკითხვაზე ბესტაევის დის შვილი, ადვოკატთან ერთად იმყოფება.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დათო ქაცარავას თქმით, სამართალდამცველები ბესტაევის საქმით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ოჯახმა გადაწყვიტა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში გააგზავნოს.
"გენადი ბესტაევი გაიტაცეს 2019 წლის 26 ნოემბერს. ფაქტის თვითმხილველია მისი დის შვილი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში პოლიციას არ დაუკითხავს. ახლა დაიბარეს პოლიციაში, მას შემდეგ რაც ჩვენ დავძარით სტრასბურგის საკითხი. ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება არ შეეცდება მოახდინოს ზეწოლა ოჯახზე, რათა შეფერხდეს სარჩელის მომზადების პროცესი",- აცხადებს ქაცარავა.
შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში საქართველოს 4 მოქალაქე რჩება, მათ გათავისუფლებას ცენტრალური ხელისუფლება ვერ ახერხებს.