"თუ არ მოგვაწოდეს ვაქცინა, ჩვენ ვერ ჩამოვასხავთ" - დაპირისპირება რუსთავის კლინიკაში

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება რუსთავის კლინიკაში - "სინოფარმის" მეორე დოზით ასაცრელად მისულებს ადმინისტრაციამ განუცხადა, რომ მარაგი არ აქვთ. მოქალაქეები ამბობენ, რომ ვაქცინის რიგში დილის 11 საათიდან დგანან, კლინიკა კი მარაგების შევსებას თითქმის 5 საათი ელოდა.

"მთავარი არხმა" კლინიკის ადმინისტრაციასთან საუბარიც სცადა, თუმცა მათ კითხვებს არ უპასუხეს და კამერის გამოჩენიდან მალევე გადამღებ ჯგუფს ტერიტორია დაატოვებინეს.

"ჩვენი ბრალი არაა, ესაა მომწოდებლის ბრალი. პარასკევის მერე შეტყობინებული აქვთ, რომ არაა ვაქცინა, თუ არ მოგვაწოდეს ვაქცინა, ჩვენ ვერ ჩამოვასხავთ", - ამბობს ერთ-ერთი ექიმი.

მოქალაქეების განცხადებით, ცხელი ხაზი მათ კლინიკის დირექტორთან ამისამართებთ, რომელიც პაციენტების მიმართ აგრესიულადაა განწყობილი. 

"ვინც ჩაწერილია და აქვს ე.წ. ბუქინგი გაკეთებული ყველა მათგანისთვის ვაქცინა არსებობს, ანუ ვაქცინის დეფიციტი არ არის, თუ რაღაც ლოჯისტიკური პრობლემა იყო, რასაც რუსთავთან დაკავშირებით მეუბნებით, ის დღეს უკვე გამოსწორდა. მშვიდად იყვნენ ის ადამიანები, ბოდიშს ვუხდით თუ ასეთ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი", - განმარტავს  NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისიდან კლინიკაში ვაქცინა ჩაიტანეს 

ავტორი: ირაკლი ბახტაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი