მსოფლიოში კოვიდ 19-ის ახალი ვიეტნამური შტამი გაჩნდა, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება. საქართველო ასევე სწრაფად გადამდები, ინდური შტამის წინააღმდეგ პრაქტიკულად ვაქცინის გარეშე იბრძვის. აცრაზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მოქალაქეები ვაქცინას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან.
ჯანდაცვის ექსპერტები ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად, ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდას ელოდებიან და ამბობენ, რომ ამ ვითარებას სახელმწიფო ვერაფერს უპირისპირებს. მათი თქმით, ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაა, რომელიც ამჟამად ქვეყანას საკმარისი რაოდენობით არ აქვს.
მათი თქმით, ქვეყანა მესამე ტალღის მეორე პიკის წინაშე დგას, რომელიც სავარაუდოდ აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება.