ყაჩაღობა კომენდანტის საათის დროს - სამტრედიაში შეიარაღებული პირი მაღაზიაში შეიჭრა

გამოქვეყნდა:

ყაჩაღობა კომენდანტის საათის დროს - ავტომატით შეიარაღებული ნიღბიანი პირი სუპერმარკეტში შეიჭრა. შემთხვევა სამტრედიაში მოხდა.  ყაჩაღობის დროს მაღაზიაში სავაჭრო ობიექტის მფლობელები იმყოფებოდნენ. "მთავარი არხის" ინფრომაციით, დამნაშავემ მიმალვისას სამართალდამცავებს ცეცხლიც გაუხსნა. პოლიციასა და თავდამსხმელის შორის სროლა რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

იმის გამო, რომ ინციდენტი კომენდანტის საათს დროს მოხდა, ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ყვებიან, რომ ღამით იარაღის გასროლის ხმა გაიგონეს.

დააყაჩაღეს. იარაღით იყო ერთი პიროვნება და გაიტანეს თუ რამე ჰქონდათ ფული. ჩვენ მეტი არაფერი ვიცით. პოლიციას გამოუძახეს, მაგრამ ვერ მიუსწრიათ, ვერ დაიჭირაო, - ყვება ერთ-ერთი მეზობელი.

მომხდართან დაკავშირებით მაღაზიის მეპატრონემ "მთავართან" საუბარი არ ისურვა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 179 მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დამნაშავეს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. დაკავების შემთხვევაში მას 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი