სანაიაზე თავდასხმა - ჟურნალისტმა სასამართლოს ჩვენება მისცა

გამოქვეყნდა:

ვახო სანაიას პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 ივნისს გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზე კი ჟურნალისტმა დეტალურად გაიხსენა მასზე თავდასხმის ფაქტი და პირველად მისცა სასამართლოს ჩვენება.

დღევანდელ პროცესს სამივე ბრალდებული ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში, 25 თებერვალს გვიან ღამით დაესხნენ თავს. 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ, სამივე ბრალდებული - სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი