საგარეჯოში "თევზების ტბების" მეწილე დაჭრეს

გამოქვეყნდა:

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. საუბარია "თევზების ტბების" ერთ-ერთ მეწილეზე, რომელსაც დაზიანებები მისმავე ნაცნობმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დავით აზარიაშვილი სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დანაშაულის კონკრეტული მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია. 

ცნობილია ის, რომ სავარაუდო ბრალდებულის სახლი პოლიციამ უკვე  გაჩხრიკა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდები ამოიღო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი