ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 002 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 31 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 233 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 126, ქვემო ქართლი - 66, შიდა ქართლი - 65, გურია - 28, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 89, კახეთი - 43, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 171 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 153 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,5 მილიონზე მეტი.