ინტოქსიკაცია ხელვაჩაურში - შეუსაბამობების გამო კომპანიას წარმოების უფლება შეუჩერდა

გამოქვეყნდა:

კომპანიას, რომელოც ხელვაჩაურში "ფასთ თრექის" ფაბრიკას, სურსათით ამარაგებდა, წარმოების უფლება შეუჩერდა. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, ჯერჯერობით უცნობია, რომელმა მიკრობმა გამოიწვია ფაბრიკის თანამშრომლების ინტოქსიკაცია. მათი თქმით, ნიმუშები უკვე აღებულია და ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.

"სურსათის ეროვნული სააგენტო ვახორციელებთ სახელმწიფო კონტროლს, როგორც არაგეგმიურ ინსპექტირებას, ისე ნიმუშის აღების პროცესს. ნიმუშები აღებულია, იგზავნება ლაბორატორიაში.

დალუქულია, ჩვენ საწარმო პროცესი გავაჩერეთ. ღია სურსათი ელაგა მაცივარში, სადაც იყო კონდესატი",-თქვა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკა "ფასთ თრექის" 40-მდე თანამშრომელი სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა. მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. ამავე თემაზე: 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი