საქართველოში სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში სამხრეთაფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა. 

"საუბარია B1351 შტამზე რომელიც დაუდასტურდა საქართველოს ერთ მოქალაქეს, მოგზაურობის ისტორიით დუბაიში. კლინიკური მდგომარეობა მისი დამაკმაყოფილებელია, უკვე სრულად განკრუნებულია, არაფერი პრობელმა არ აქვს", - თქვა მან.

მისივე თქმით, გამოკვლეულია მისი ოჯახის კონტაქტებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი