საქალაქო სასამართლოში "რუსთავი-2"- ის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. დღეს სასამართლო დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელს განიხილავდა, რომლებიც კომპანიის 60%-იან წილს მოითხოვენ. სასამართლომ პროცესი 2 ივლისს გადადო, რათა მხარეები საქმის მტკიცებულებებს გაეცნონ.

როგორც სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებელი დავით დვალი ამბობს, ამ ეტაპზე სასამართლოს ინტერესებიდან გამომდინარე მტკიცებულებების გასაჯაროვებისგან თავს იკავებს, თუმცა, "ცოტა ხანში, აუცილებლად გახდება ის საზოგადოებისთვის ცნობილი, რათა ყველამ კარგად იცოდეს თუ რაზეა საუბარი".

ადვოკატი კახა კოჟორაძე კი ამბობს, რომ დღეს სასამართლოს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინეს, თუ რა სახის "სისტემური და ორკესტრირებული იძულებითი მოქმედებები ხორციელდებოდა" რუსთავი 2-ის დამფუძნებლებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი