
არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" [ყოფილი EMC] შუქრუთელების პროტესტზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ამ დრომდე სახელმწიფო უწყებები შუქრუთის მოსახლეობის პრობლემებს და მოთხოვნებს სრულიად უგულებელყოფენ.
"მოპოვების შეთანხმებული გეგმის და განსახლების ეროვნული, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მექანიზმის არარსებობის პირობებში, კომპანია უხეშად არღვევს ადამიანის უფლებას სათანადო საცხოვრებელ გარემოზე და სურს, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ უმოკლეს ვადაში დათმოს საკუთარი სახლ-კარი.
Მეორე მხრივ, არასათანადოდ განსაზღვრული კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, კომპანია ასევე ავალდებულებს მოსახლეობას, სამომავლოდ ყველა ტიპის პროტესტის გამოხატვასა და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების გამოყენებაზე თქვან უარი, რათა მომავალში კომპანიას მოპოვებითი საქმიანობის შეუზღუდავი გავრცობის გარანტია ჰქონდეს.
ამ დრომდე სახელმწიფო უწყებები შუქრუთის მოსახლეობის პრობლემებს და მოთხოვნებს სრულიად უგულებელყოფენ. ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ამოსილუტრად არ მონაწილეობენ მხარეთა მოლაპარაკებებში, არ რეაგირებენ მოსახლეობის მხრიდან მოლაპარაკებების დახურვის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე და არ დგამენ ქმედით ნაბიჯებს მოსახლეობის კომპენსირებისთვის საჭირო ახალი მონაწილეობითი და გამჭვირვალე მექანიზმის შესაქმნელად", - წერს ორგანიზაცია.
ორგანიზაცია წერს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული მძიმე კრიზისის დასაძლევად წიაღსეულის მოპოვებითი საქმიანობის ლიცენზირებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი კოტროლისა და მუდმივი ზედამხედველობის განხორციელება უკიდურესად მნიშვნელოვანია.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" საქართველოს მთავრობას მოუწოდებს: