წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში "რიონის ხეობის მცველის" დასაკავებლად სპეცორპერაცია ჩაატარეს - ამის შესახებ ადგილობრივები "მთავარ არხს" უყვებიან. მათი თქმით, ირაკლი მუკბანიანი მეგობრებთან ერთად სასაფალოზე იმყოფებოდა რა დროსაც სამართალდამცველებმა ის დააკავეს.
დაკავების დროს ისმოდა სროლის ხმა. ადგილობრივების თქმით, დაჭრილია ორი ადამიანი. რამდენიმე მათგანი კი ნაცემია.
ადგილობრივებს შენახული აქვთ რეზინის ტყვიები და იარაღის მასრები. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები
"[მოვიდა პოლიცია] პიდაპირი რეაქციით, გინებით, ფეხებში სროლით, დაჭირლებიც არა და დაზიანებულებიც. ვაპროტესტებდით, აპროტესტებდა ირაკლი მუკბანიანი ნამახვანჰესს. არანარი პოლიციისთვის ხელის დარტყმა არ ყოფილა. გაწევ-გამოწევა იყო. საერთო ჯამში კლინიკაში დღეს იყო 2 ადამიანი. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი. მიმალვაში არ იმყოფებოდა ირაკლი მუკბანიანი და ამდენი სპეცრაზმის სოფელში შემოყვანა საჭირო არ იყო", - ამბობს ირაკლი მუკბანიანის ძმა ბესიკ მუკბანიანი.
მისივე თქმით, 2 ადამიანი ცეცხლასასროლი იარაღითაა დაჭრილი.
ამავე თემაზე: