Covid 19-ის ახალი შტამები საქართველოში | ქვეყანა ბავშვთა ვაქცინაციის მოლოდინშია

გამოქვეყნდა:

ბრიტანული, ინდური და ახლა უკვე სამხრეთ აფრიკული შტამი - საქართველოში კორონავირუსის მუტირებული ფომები სწრაფად ვრცელდება. ახალი შტამის დადასტურება კი პირდაპირი სიგნალია, რომ ქვეყანაში კიდევ ერთი პიკი ახლოვდება, რომელთანაც ისევ მასობრივი ვაქცინაციის გარეშე მოგვიწევს გამკლავება.

საქართველოში იმუნიზაციისთვის საჭირო საკმარისი პრეპარატი არ არის და დაზუსტებით არავინ იცის, როდის იქნება. დღეიდან რეგულაციების ნაწილი მოხსნილია და ქვეყანა ღიაა ყველა მსურველისთვის. ეპიდვითარებას ისიც ართულებს, რომ ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია მოზარდებშიც. იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი 12 წელს გადაცილბული ბავშვების იმუნიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანაში ამ დრომდე შესაბამისი რაოდენობის ვაქცინის არქონა პრობლემებს კიდევ უფრო ართულებს.

კოვიდსტატისტიკის ნაწილი დღეიდან ჯანდაცვის მინისტრიც გახდა, ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი