პაციენტს, რომელსაც კოვიდ19 აღმოაჩნდაб წმ. მიქაელის კლინიკაში ტესტირება არ ჩაუტარეს

გამოქვეყნდა:

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში მედპერსონალს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ამის მიუხედავად, დაწესებულების 30 თანამშრომელი მაინც თვითიზოლაციაში რჩება. მათ ტესტირება მას შემდეგ ჩაუტარდათ, რაც კლინიკაში  ფილტვების ანთებისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტს კოვიდ 19 დაუდასტურდა.

თეთრიწყაროს კლასტერის წარმომადგენელ ექიმს, მიუხედავად მისი სიმპტომებისა, კლინიკაში ყოფნის პერიოდში კოვიდ 19-ზე ტესტირება არ ჩატარებია.

PCR ტესტირება და სწრაფი ტესტირება არ გაკეთებულა. 30 თანამშრომელს ჩაუტარდა ორმაგი ტესტირება, კვლევის შედეგები იყო უარყოფითი, თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ, იმყოფებიან თვითიზოლაციაში, - ამბობს საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელი ზაზა ლურსმანაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი