
თბილისის საქალაქო სასამართლოში ვახო სანაიაზე განხორციელებული თავდასხმის საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება.
სანაიას ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე მისი მეუღლე და ის პირები მისცემენ ჩვენებას, რომლებიც თავდასხმის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.
ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში, 25 თებერვალს გვიან ღამით დაესხნენ თავს. 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ, სამივე ბრალდებული - სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა.