
ოკუპირებულ აფხაზეთში სამი ახალი კოვიდინფიცირებულია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კოვიდ 19 დაუდასტურდათ რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, რომლებიც აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ და კარანტინში იმყოფებოდნენ.
სოხუმში, კარანტინში ამ დროისთვის 256 ადამიანი რჩება, რომელთაგან 216 რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია. დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით კი საავადმყოფოში 10 ადამიანი მკურნალობს.
ოკუპირებულ ცხინვალში 23 ადამიანია ინფიცირებული.