
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა და ახლა დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 647-ს შეადგენს. აქედან გამოჯანმრთელებულია 372 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 386 პაციენტი, კარანტინში კი 4373.
გარდაცვლილია 11 ადამიანი. ინფიცირებულიდან ერთი გასულ ღამეს თბილისის ინფექციურში კლინიკაში მოათავსეს. მეორე ინფიცირებული კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტადანაა, სადაც ბოლო პერიოდში მოსახლეობის ტესტირება მიმდინარეობს.