თქვენ შეასრულეთ პოლიტიკური დავალება და პოლიტიკური დევნის ნაწილი გახდით ჩემი და ბატონი ბადრის წინაშე- ასე მიმართა პარტია "ლელო- საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში მისულ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დამალა დასკვნა, რომლის მიხედვითაც "თი-ბი-სი" ბანკის საქმეში დანაშაულის, ან "ფულის გათეთრების" ნიშნები არ იკვეთება.
"თქვენ შეასრულეთ პოლიტიკური დავალება და პოლიტიკური დევნის ნაწილი გახდით ჩემი და ბატონი ბადრის წინაშე. არ შევხებივართ ამ თემას და არც ვაპირებდით შეხებას, მაგრამ რადგან თქვენ ახსენეთ, მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი, მარტო ამის გამო, რომ როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის პრეზიდენტი არ გამოხვედით და საჯაროდ არ თქვით, რომ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს თქვენივე დეპარტამენტის შემოწმებული დოკუმენტები 2008 წელი რასაც გვედავებიან 2009 და 2021 თუ გაინტერესებთ ფულის გათეთრების დეპარტამენტის დასკვნა.
ერთხელ არ გამოსულხართ და არ დაგიცვიათ. უბრალოდ ადამიანური მდგომარეობიდან გამომდინარე და სიმართლე გეთქვათ, რომ არანაირი ფულის გათეთრება იქ არ ყოფილა, რადგან თქვენივე შემოწმება ამას ადასტურებს, თქვენივე თანამშრომლები სასამართლოში მიყვანილები პროკურატურის კითხვებზე- აღმოაჩინეს თუ არა იქ რაიმე ნიშნები დანაშაულის, ან ფულის გათეთრების, პასუხი იყო-არა. მარტო ამის გამო ხართ გასაგდები იმ თანამდებობიდან, რადგან თქვენ დაარღვიეთ ადამიანობის, თანამშრომლებისა და დეპარტამენტის ჩატარებული სამუშაოს, დაფარეთ ინფორმაცია, არ თქვით, რომ შემოწმებული დასკვნების საფუძველზე არანაირი ფულის გათეთრება იქ არ არის და 12-წლიან საქმეზე გაგვიშვით, თქვენმა სიჩუმემ და თქვენმა თანამშრომლების სიჩუმემ",- თქვა მამუკა ხაზარაძემ.
"ლელოს" ლიდერებმა დღეს გვენეტაძეს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს: