"ბოლო თვეებში საფონდო ბირჟაზე განხორციელდა 2 000 ლარის გარიგებები, სამარცხვინო ციფრია დამეთანხმებით და ჩვენ გვესაუბრება რეგულატორი საფონდო ბირჟის, მას უნდა რცხვენოდეს რომ ესეთი ციფრია გარიგებების მოცულობის მიხედვით. ესეც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ არანაირი ხედვა არ არსებობდა, რომ თბილისის საფონდო ბირჟა გადაიქცეს რეგიონალურ საფონდო ცენტრად, რაც აბსოლუტურად შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის საჭიროა ხედვა, რომელიც თქვენ არ გაგაჩნიათ.
კითხვა დგება ესე, როდესაც ვერცერთ მიზანს და ამოცანას ვერ ასრულებს ეროვნული ბანკი კონკრეტული პრეზიდენტის მმართველობის პირობებში, ვერც ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს, ვერც ლარის კურსის სტაბილურობას, ვერც ეკონომიკის მაღალ ზრდას, ვერც კაპიტალის ბაზრის განვითარებას, უნდა გადადგეს თუ არა ასეთი პრეზიდენტი, ეს არის კითხვა, მე მაქვს პასუხი ამაზე, რა თქმა უნდა, უნდა გადადგეს, რადგან ვერც ერთ ამოცანას ვერ ასრულებს".
მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში 2020 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.