ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქე ოდესაში დააკავეს 

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, ოდესის ოლქში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ინტერპოლი ეძებდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 40 წლის მამაკაცი ორლოვკის გამშვებ პუნქტზე მაშინ აიყვანეს, როდესაც რუმინეთში გადასვლას ცდილობდა.

საბუთების შემოწმების დროს სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს რომ საქართველო მოქალაქე ჩეხეთში ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნებოდა. საზღვრის დაცვის თანამშრომლებმა დაკავებული უკრაინის ნაციონალურ პოლიციას გადასცეს. მედიისთვის დაკავებული ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი