სადამსჯელო რაზმად ჩამოყალიბებული ძალოვანი უწყება, რომელიც საკუთარ ხალხს უპირიპირდება. კიდევ ერთ სკანდალში გახვეული შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყების უკვე ყოფილი თანამშრომლის ხმაურიან მხილებაზე დუმს. ბრალდბები კი მძიმე ვანის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი უწყების პირველ პირებს უკანონო დავალებების გაცემაში ადანაშაულებს.
უწყებიდან ხმაურით წასული ზურაბ ხმელიძის განცხადებების შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოება გამოძიების დაწყებას მოითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხმელიძე არ არის ერთადერთი და შესაძლოა, მის განცხადებას დომინოს პრინციპით მხილებების კასკადი მოჰყვეს.
ვანის პოლიციის სამმართველოში ლაპარაკის სურვილი დღეს ბევრს არ გამოუთქვამს. დეტექტივის ყოფილი თანაშემწის ხმაურიანი ინტერვიუს შემდეგ შესაძლოა სათქმელიც არაფერი აქვთ. ან ფიქრობენ, დუმილი იქამდე შეინარჩუნონ, სადამდეც გაუძლებენ. ვინც ვეღარ გაუძლო და წავიდა, მასზე არაფერს ამბობენ. ყველა შეკითხვაზე, რომელიც ჩვენ ზურაბ ხმელიძის ინტერვიუს ირგვლივ დავუსვით, სავარაუდოდ განყოფილების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა შაბლონური პასუხი გაგვცა და ტრადიციულად პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.
პრესსამსახურში კი ზურაბ ხმელიძის ხმაურიანი წასვლა დღეს არ შეუმჩნევიათ და სისტემის საჯაროდ გაკრიტიკების გამო არანაირი განმარტება არ გაუვრცელებიათ. ზურაბ ხმელიძემ კი გუშინ სავარაუდოდ მხოლოდ მცირე ნაწილი გაასაჯაროვა იმ უკანონობების, რასაც 9 წლის განმავლკობაში პირადად უყურებს.
იხილეთ ასევე: