ქურდული მენტალიტეტის ახალი აპოლოგეტები განათლების სისტემაში. ინტერნეტში ვრცელდება სკანდალური ვიდეოკადრები, რომლებიც სოფელ მუღანლოში, ბოლო ზარის ღონისძიებაზეა გადაღებული. მეთორმეტე კლასის პედაგოგი მიკროფონში ხმამაღლა მიესალმება მოსწავლეებს, მიმართავს მათ მეტსახელებით და ერთ-ერთს კლასის კანონიერ ქურდს უწოდებს.
სკოლის დირექტორი ამ ფაქტს ხუმრობად მიიჩნევს და ყველაფერს ბავშვებს აბრალებს, რომლებმაც თავად შეადგინეს მეტსახელების სია. მანდატურებსა და გარდაბნის რესურსცენტრს კი საერთოდ არ უნდათ თემაზე საუბარი.
განათლების ექსპერტები უკვე მერამდენედ, და ღიად ამბობენ, რომ კრიმინალური აზროვნების და ტრადიციების დაბრუნება სკოლებში ხელისუფლების დანაშაულია და სისტემამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს.
იხილეთ ასევე: