გაუპატიურება და ძალადობა - ეს ის შესაძლო მძიმე დანაშაულებია, რომლთა შესახებაც სახალხო დამცველი საუბრობს. ომბუდსმენი განგაშს აცხადებს და ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი კვლავ დახურული სამყაროა. 20-მდე ბავშვისთვის ციხედ ქცეული საცხოვრისი, რომლის დატოვების უფლება მათ არ აქვთ და სადაც მხოლოდ და მხოლოდ მეუფე სპირიდონის დადგენილი წესებით ცხოვრობენ. სხალთელი მთავარ-ეპისკოპოსი იმდენად შეუვალია, რომ უკვე საპატრიარქოსაც კი აღარ ემორჩილება და პანსიონში აღარავის უშვებს.
ხელისუფლება კი დუმს. შესაძლო დანაშაულის კონკრეტული ნიშნების, ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევისა და სასულიერო პირის მიერ სახელმწიფოს უფლებამოსილებების სრული იგნორირების მიუხედავად, "ქართული ოცნება" უმოქმედოა და ბავშვების გადასარჩენად არაფერს აკეთებს.
იხილეთ ასევე: