მერიამ დამაჯარიმა 1000 ლარით სტიკერის გაკვრის გამო იმ აქციაზე, რომელზეც არ ვყოფილვარ - აქტივისტი ნიკა ფარულავა

გამოქვეყნდა:

"მერიამ დამაჯარიმა 1000 ლარით სტიკერის გაკვრის გამო იმ აქციაზე, რომელზეც არ ვყოფილვარ" - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, "შეცვალეს" წევრი ნიკა ფარულავა Facebook-ზე წერს. 

ვიცინო თუ ვიტირო ან რა დავარქვა აღარ ვიცი. მერიამ დამაჯარიმა 1000 ლარით სტიკერის გაკვრის გამო იმ აქციაზე, რომელზეც არ ვყოფილვარ. გავასაჩივრე, მაგრამ სასამართლომ სარჩელი არ დამიკმაყოფილა.

კიდევ ერთ უკანონო, აბსურდულ ჯარიმასა და გაზრდილ ყადაღას მივესალმები. შეთანხმება შედგა, კრიზისი აღმოიფხვრა, პოლიტიკური დევნა შეწყდა. დეტალებს მალე გაგაცნობთ, - წერს ფარულავა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი