თავდასხმა სანაიაზე - სასამართლოში დღეს ფაქტის შემსწრე მაშველები დაიკითხებიან

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ფორმულას" ჟურნალისტს, ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე დღეს 3 ივნიის პროკურატურის მოწმეების გამოკითხვა გაგრძელდება. სასამართლოში ჩვენებას სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მისცემენ, რომლებიც ინციდენტის დროს ადგილზე იყვნენ.

საქმის მასალების მიხედვით, სამაშველო სამსახურის 5-ვე თანამშრომელს გამოძიებისთვის იდენტური ჩვენება აქვს მიცემული. ვერცერთი მათგანი ჟურნალისტის ცემის ეპიზოდს ვერ იხსენებს. ამჯერად რამდენ მოწმეს წარადგენს სახელმწიფო ბრალდება, ან რა ჩვენებას მისცემენ სასამართლოს წინაშე ეს ჯერჯერობით უცნობია. 

"დღეს უნდა დაკითხონ პროკურორებმა ადვოკატებმა და ასევე მოსამართლემ, თუ ექნება კითხვები, მაშველები, რომლებიც შეესწრნენ ჩვენზე თავდასხმის ფაქტს. ისინი იყვნენ ადგილზე, ისინი ხედავდნენ ყველაფერს და თუ რაიმე იტყვიან, რომ არ ნახეს ამის ახსნა მოუწევთ, დასაბუთება მოუწევთ და პასუხის გაცემა, რადგან არსებობს მტკიცებულებები სადაც ისინი ჩანან. [...] 

აუცილებელია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, რომ ითქვას, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული", - თქვა ვახო სანაიამ.

მოწმეების გამოკითხვის შემდეგ, პროცესზე ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება - საუბარია ვიდეორეგისტრატორის მიერ გადაღებულ რამდენიმესაათიან ვიდეომასალაზე, რომელიც კარგად ასახავს, 25 თებერვლის ღამეს და ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტზე განხორციელებულ თავდასხმას. 

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში, 25 თებერვალს გვიან ღამით დაესხნენ თავს. 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ, სამივე ბრალდებული - სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი