წალენჯიხაში კანონიერი ქურდი რეზიკო ჯვარსკი დააკავეს

გამოქვეყნდა:

წალენჯიხაში კანონიერი ქურდი რეზიკო ჯვარსკი დააკავეს. 1993 წელს დაბადებული ბრალდებული საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვიდა.

გამოძიების ინფორმაციით, ის წლების განმავლობაში საზღვარგარეთ იმყოფებოდა და დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების მიერ.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს და დანაშაული 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი