საქართველოს პრეზიდენტს კანონიერი ქურდების უჩივიან - სალომე ზურაბიშვილს ქართულ სასამართლოში იმის მტკიცება მოუწევს, რომ კრიმინალურ ავტორიტეტებს მოქალაქეობა კანონიერად ჩამოართვა.
სარჩელი დავით გერლიანისა და ილია სამსონიას სახელით საქალაქო სასამართლომ უკვე მიიღო.
კრიმინალური ავტორიტეტების ადვოკატი თამარ აბესაძე ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება არა პრეზიდენტს, არამედ უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის.
პრეზიდენტმა ილო სამსონიას, რომელსაც ჰქონდა ყალბი პასპორტი ყალბი პასპორტის საფუძველზე, სხვა სახელმწიფომ შეატყობინა ჩვენს სახელმწიფოს, სალომე ზურაბიშვილს გადასცეს ისეთი ქეისი, სადაც წერია, რომ თითქოს ილო სამსონიამ მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
ჩვენი უსაფრთხოების სამსახურმა შეიმუშავა ეს, იმიტომ რომ, არ მოხდეს შემდგომში ამ ე.წ. კანონიერი ქურდების საქართველოში დეპორტი, იმიტომ რომ გამართლებულები არიან და ორჯერ ვერ დაიწყებენ საქმეს.
სალომე ზურაბიშვილს რაც მიუტანეს ხელმოსაწერად, მას ხომ მოუმზადა ეს საქმე ვიღაცამ, ვინც მოუმზადა ცოტა თავი რომ გაენძრია... - ამბობს აბესაძე.
აბესაძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა არაკონსტიტუციური გადაწყვტილება მიიღო, რადგან იმ კრიმინალურ ავტორიტეტებს, რომლებსაც მოქალაქეობა ჩამოართვა სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც არ აქვთ.
მისივე თქმით, ეს პირები 2018-2019 წლებში საქართველოში სასამართლოს წინაშე უკვე წარდგნენ და ორივე გამართლდა.