"ალტ ინფოს" შემდეგ, ნინოწმინდის პანსიონში "ობიექტივიც" შეუშვეს

გამოქვეყნდა:

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, რომელიც სახალხო დამცველისთვის ჩაკეტილია და მონიტორინგის უფლებას სხალთელი მეუფე სპირიდონი არ აძლევს, დღეს, მედიაკავშირი "ობიექტივის" გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა.

როგორც "ობიექტივის" მიერ მომზადებული სიუჟეტიდან ირკვევა, მედიასაშუალება პანსიონში, დღეს, 3 ივნისს ჩავიდა და პანსიონის აღსაზრდელებს პრობლემებზე ჰკითხა. ბავშვები "ობიექტივს" ეუბნებიან, რომ პანსიონში კარგი სიტუაციაა და მისი დახურვა არ სურთ.

ცნობისთვის, "ობიექტივამდე" ნინოწმინდის პანსიონში პრორუსული, ლევან ვასაძესთან დაკავშირებული მედია "ალტ ინფოც" იმყოფებოდა. თუმცა, ნინოწმინდის პანსიონში ამ დრომდე არ უშვებენ კრიტიკულ მედიას. 

გარდა ამისა, 1-ლ ივნისს, პანსიონში  ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი სერაფიმე ჩავიდა და წირვა აღავლინა. 

ცნობისთვის,  15 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მონიტორინგის განსახორციელებლად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს.

ომბუდსმენის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არც გაეროს დროებითი ღონისძიების შემდეგ შეუშვეს.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, პროკურატურაში ნინოწმინდის პანსიონზე გამოძიება 3 შემთხვევაში სავარაუდო ძალადობაზე, ხოლო ერთ შემთხვევაში სავარაუდო გაუპატიურებაზე მიმდინარეობს.  

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი