ნინოწმინდაში რაც ხდება მხოლოდ აისბერგის წვერია, კონკორდატი უნდა გაუქმდეს - ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ მთავარი პრობლემა საპატრიარქოშია, რომელიც ილია მეორეს ხელში სრულად დახურულ, პოლიტიკური ძალაუდლების მქონე ინსტიტუტს წარმოადგენს.

ჯაფარიძე წერს, რომ ეკლესიას უნდა მიეცეს შანსი ხელახლა გაქრისტიანდეს და კონკორდატი გაუქმდეს.

"ნინოწმინდაში რაც ხდება ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია. პრობლემა საპატრიარქოშია, რომელიც მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელის ხელში ჩამოყალიბდა სრულად დახურულ პილიტიკური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტად და წარმოადგენს ქვეყნის განვითარების მთავარ შემაფერხებელ რუსეთის ბასტიონს საქართველოში.

კონკორდატი და ყველა იქიდან გამომდინარე პრივილეგია უნდა გაუქმდეს და საქართველოს ეკლესიას უნდა მიეცეს შანსი ხელახლა გაქრისტიანდეს. სხვა ყველაფერი მხოლოდ სიმპტომებთან ბრძოლაა, რადგან რეალურ პრობლემაზე საჯაროდ საუბარი საშიშია და/ან პოლიტიკურად წამგებიანი.

დღევანდელი რეალობა კი ზუსტად აჩვენებს რომ ამ ქვეყანაში გაბატონებული პატრიარქის კერპთაყვანისმცემლობა უპრობლემოდ იღებს ბავშვების სიცოცხლეს შესაწირის სახით", - წერს ზურა ჯაფარიძე. 

ცნობისთვის,  15 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მონიტორინგის განსახორციელებლად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს.

ომბუდსმენის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არც გაეროს დროებითი ღონისძიების შემდეგ შეუშვეს. სამაგიეროდ, პანსიონში იმყოფებოდა პედოფილიაში ბრალდებული მეუფე სერაფიმე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი