სახელმწიფოს გულგრილობა ახალისებს კონკრეტულ ადამიანებს ძალადობისკენ - დეკანოიძე ნინოწმინდაზე 

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და სახელმწიფოს ქმედებებს გულგრილობით ჩადენილი დანაშაული უწოდა. 

მისი განცხადებით, წლების განმავლობაში სახელმწიფო უწყებებს არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ გამოეძიებინათ თუ რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში. მან პრემიერს, სამინისტროებსა და ყველა უწყებას მოუწოდა სასწრაფოდ ადეკვატური ზომები მიიღონ.

"მთელი ამ წლების მანძილზე, უკანასნკელი 5 წლის განმავლობაში საქართველოში გენერალურ პროკურატურას საქმე აქვს აღძრული უმძიმესი მუხლებით, რაც გულისხმობს ბავშვებზე ძალადობას და გაუპატიურებას. ეს არის უმძიმესი მოცემულობა, როდესაც სახელმწიფოს გულრილობა არის პირდაპირ დანაშაული და მთელი ამ პერიოდის მანძილზე ვერც პროკურატურამ, ვერც შესაბამისმა უწყებებმა ვერ დაადგინეს ის თუ რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა სახლში. 

წარმოუდგენელია საზოგადოების რომელიმე წევრი, ჩვენ შორის არსებული რომელიმე ადამიანი დარჩეს ამ ძალიან მძიმე მოცემულობის გარშემო გულგრილი. 

ეს პირდაპირი პასუხისმგებლობა და მოვალეობა სახელმწიფოსი, როდესაც იქ არსებული უსაფრთხოების საკითხები, რომელიც ეხება ბავშვებს უნდა ყოფილიყო სასწრაფოდ განგაშის საფუძველი, ჩვენ მივიღეთ საპირისპირო.

ბავშვების უსაფრთხოება ყოველდღიურად არის ძალინ დიდი საფრთხის ქვეშ და  სახელმწიფოს გულგრილობა, პირდაპირ დანაშაულებრივი გულრგილობა ახალისებს კონკრეტულ ადამიანებს ძალადობისკენ. მე და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, პირველ რიგში ხელისუფლებას, პრემიერმინისტრს, გენერალურ პროკურატურას, შსს-ს, განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და ყველა უფლებამოსილ ორგანოს, სასწრაფო წესით მიიღონ ადეკვატური ზომები იმისთვის რომ ყოველდღიური გულგრილობა, სახელმწიფოს მხირდან ჩადენილი დანაშაული სიჩუმე არ გადაითარგმნოს ბავშვებზე ძალადობაზე", - თქვა ხატია დეკანოიძემ. 

ცნობისთვის,  15 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მონიტორინგის განსახორციელებლად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს.

ომბუდსმენის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არც გაეროს დროებითი ღონისძიების შემდეგ შეუშვეს. სამაგიეროდ, პანსიონში იმყოფებოდა პედოფილიაში ბრალდებული მეუფე სერაფიმე. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი